გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შახბაზოვთან შეხვედრისას ენერგეტიკის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

ნახვები: 487 ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შახბაზოვთან შეხვედრისას ენერგეტიკის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შახბაზოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვედარგებში, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკის განვითარების მხრივ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებს შორის.

„მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ამ მხრივ, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების და სტრატეგიული პროექტების შესახებ. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ  შეიმუშავა ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა შეძლებს, გაზარდოს ენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობა და ხელი შეუწყოს დარგში ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის მოზიდვას.

საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა როგორც ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელების გაძლიერებაზე, ისე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობაზე, რომლითაც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, აზერბაიჯანიც შეძლებს, ისარგებლოს.

დასასრულს, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და აღნიშნეს, რომ გასწევენ ძალისხმევას ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობის ახალ ეტაპზე ასაყვანად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა