გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ეკონომიკის სამინისტრო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაკორექტირება გამოწვეულია წარმატებული ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

ნახვები: 491 ეკონომიკის სამინისტრო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაკორექტირება გამოწვეულია წარმატებული ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაკორექტირება გამოწვეულია წარმატებული ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე მსოფლიოს ბანკის შეფასებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან-8,8%-მდეა გაზრდილი და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად რეგიონის მასშტაბით.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, მოსალოდნელი პროგნოზით, წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდება და გაგრძელდება მომავალშიც.

„მსოფლიო ბანკმა 2022 წლის ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმოხილვა გამოაქვეყნა. შეფასების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან-8,8%-მდეა გაზრდილი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად რეგიონის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი ზრდის მიმართულებით დაზუსტება ხდება მაშინ, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური რეცესიის მოლოდინებია 2022 წლისთვის, ხოლო სამუშაო ვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, აქაც 2022-2024 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება განპირობებული იყო იმ წარმატებული ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებდა ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, მოლოდინები პოზიტიურია, წლის განმავლობაში ჩვენ ველოდებით ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდება და გაგრძელდება მომავალშიც“, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა