გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის დაშლით შესრულდება ევროკავშირის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციის შესახებ

ნახვები: 571 რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის დაშლით შესრულდება ევროკავშირის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციის შესახებ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის დაშლით ევროკავშირის რეკომენდაციის პირველი პუნქტი – დეპოლარიზაცია შესრულდება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლით, ჩვენი ქვეყანა გადადგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„როდესაც საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უზრუნველყოფით დეოლიგარქიზაციის ახალ კანონზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ზუსტ მაგალითს გვაჩვენებენ, თუ რა არის ოლიგარქიზაციის მანკიერი და მავნებლური მხარე. ამ პარტიაში და მის წიაღში ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს გაჩაღებულია ოლიგარქების ომი გალენებისთვის და უფრო დაბალ დონეებზე, პარტიის წევრების და აქტივისტების ომი ამ ოლიგარქების ფულის გადანაწილებაზე. ყოველივე ამის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რომ ჩვენ დეოლიგარქიზაციის შესახებ ახალი კანონი მივიღოთ და ამ პროცესში უკრაინულ მოდელს დავეყრდნოთ, რომელიც მოწონებულია ევროკომისიის მიერ, მაგრამ რომლისაც ძალიან ეშინია „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენი საზოგადოება კარგად გრძნობს და ხედავს, თუ რას ეფუძნება ამ პარტიის შიში აღნიშნული კანონის მიმართ. ვინაიდან მთელი ის ნეგატიური კამპანია, რაც ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ და უნდოდათ ამ პროცესის პერსონალიებზე დაყვანა, ეს ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდებათ უკან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი დაწყებულია და ეს შეუქცევადი პროცესია. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკური პარტია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და ყოველთვის ცდილობდა ხელი შეეშალა ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის.

„რადიკალური ოპოზიციის დაშლით შესრულდება რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციის შესახებ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლით, ჩვენი ქვეყანა გადადგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა