გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - თქვენი მართვის სტილის გამო საქართველოში მართლაც შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა, მაშინ რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი ჰქონოდა ევროპასთან

ნახვები: 491 არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - თქვენი მართვის სტილის გამო საქართველოში მართლაც შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა, მაშინ რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი ჰქონოდა ევროპასთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანა იმაზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე დღეს ტოვებს.

თალაკვაძის თქმით, 2011 წელს საქართველოს 107 ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.

„ბატონი მანჯგალაძე გამოვიდა კიდევ ერთხელ მიგრაციასთან დაკავშირებით, წინა სხდომაზე ბევრჯერ გიპასუხეთ ამაზე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენი ხელისუფლების დროს დატოვა ყოველწლიურად ყველაზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ქვეყანა. შეგახსენებთ 2011 წელს საქართველოს 107 ათასმა მოქალაქემ, ხოლო 2010 წელს 103 ათასმა დატოვა საქართველო და მაშინ რომ საქართველოს ჰქონოდა უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მერწმუნეთ, რომ საქართველოში მართლაც შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა თქვენი ხელისუფლებისა და თქვენი მართვის სტილის გამო. აბსოლუტურად ყველა წავიდოდა ამ ქვეყნიდან, დღეს ეს მაჩვენებელი არის ბევრად ნაკლები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა