ირაკლი კობახიძე - ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის უფროსი მაჯიდ ხადემი მოკლულია
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
Russians hit energy infrastructure in Kyiv region, Slavutych left without power
Russian forces lose 940 invaders in war against Ukraine in past 24 hours
Enemy strikes school in Chernihiv region with FPV drones

რომან გოცირიძე - სამარცხვინო ბოძზე გასაკრავთა სიაში მხოლოდ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს, დარჩენილებს ჰგონიათ, აიცილეს ანტიდასავლელის იარლიყი, მაგრამ გაფართოების მესამე ტალღაც იქნება

04.10.2022 ნახვები: 552

როგორც ჩანს, ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის და ამ პარტიას პირველ რიგში იმ ადამიანებით ავსებს, რომელთაც ღირსება მაინც და მაინც მთავარ ღირსებად არ მიაჩნიათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებასთან დაკავშირებით.

„ქართულ ოცნებაში“ არის ზეიმი, სამარცხვინო ბოძზე გასაკრავთა სიაში მხოლოდ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს და დანჩენილები არიან ბედნიერები, თუმცა ეს ბედნიერება დიდი ხანი არ გაგრძელდება, გაფართოების მესამე ტალღაც იქნება და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მშვიდად გრძნობენ თავს და ჰგონიათ, აიცილეს მოღალატის, პრორუსის, ანტიდასავლელის იარლიყი, ეს დროებითია, რადგან როგორც ჩანს, ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის და ამ პარტიას პირველ რიგში იმ ადამიანებით ავსებს, რომელთაც ღირსება მაინც და მაინც მთავარ ღირსებად არ მიაჩნიათ. ვინ გადავიდოდა, რამდენიმე გვარი დავასახელე და ეს ახდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი.

გოცირიძის განცხადებით, როცა „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის გატანისას დასჭირდება ე.წ. განდგომილების ხმები, პროექტების ჩავარდნა „განდგომილებს“ გადაბრალდებათ.

„აქამდე ფორმალურად თამაშობდნენ. დღეს „ქართული ოცნება“ გაფორმდა, როგორც პრორუსული და ანტიდასავლური ძალა, რომლებიც ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და ანტიდასავლურ კურსს გააგრძელებენ. მათი მიზანი იქნება შვეიცარიის ბანკში ივანიშვილის ფულების გადარჩენა და მისი დავალებების შესრულება, რუსეთის მხარეზე დგომა უკრაინაში მიმდინარე საომარი აგრესიის ფონზე. როცა მათ უმრავლესობა არ აქვთ და კანონპროექტის გატანისას დასჭირდებათ ე.წ. განდგომილების ხმები, პროექტების ჩავარდნა „განდგომილებს“ გადაბრალდებათ. ამიტომ, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ერთ-ერთი ხრიკი, ეს გადაწყვეტილებაც არის, რადგან იმ კანონპროექტებს მათ გარეშე ვერ მიიღებენ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხება. პირდაპირ დაადგნენ ღალატის გზას, „ქართული ოცნება“ გაფორმდა, როგორც ანტიდასავლური ძალა. ბიძინა ივანიშვილმა ღირსება ახადა ყველას. „ქართული ოცნება“ დღეს უკვე არის ივანიშვილის მომსახურე უღირსებო ადამიანთა ერთობა, რაც ამ გადაწყვეტილებით გაფორმდა. ზოგიერთმა ეს თავიდან აიცილა. თურმე, მამუკა მდინარაძე მთელი ღამე ტიროდა, ოღონდ, იქით არ გამიშვათ და თუ გინდათ, პარლამენტში წყალში ჩავდგებიო. ბიზნესში წასვლა მინდაო, სულ დეპუტატი ხომ არ ვიქნები, ამერიკისა და ევროპის ვიზამ არ მომცემენ, სანქცირებულთა სიაში შევალო, ქუჩაში მოღალატის დამღით უნდა ვიარო, ანტიდასავლურ განცხადებებს მეც უნდა შევუერთდეო, ახლა გადამარჩინეთო და დროებით გადარჩა, მათიკაშვილი, მდინარაძე. მესამე გაფართოების ტალღაში მოხვდებიან. მდინარაძემ გუშინ თქვა, გოცირიძე ასინათესავით დადიას და ტყუილებს ავრცელებსო. ერთი დღე არ გასულა და ჩემი პროგნოზი გვარებით ახდა. ეს საწყალი მიქელაძე, კარგი ექიმი ყოფილა, ორი წელი ხმა არ ამოუღია, რა უნდოდა, პარლამენტში რომ მოდიოდა, ყურში ხელი მოკიდეს და იქით გადასვეს. ყოფილიყო მის ექიმობაში, რა უნდოდა წვენებში? – ნოდარ დუმბაძე წაიკითხეთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა