ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პოლონეთსა და ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეები წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ

ნახვები: 618 პოლონეთსა და ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეები წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ევროპის ქვეყნებში მივლენილი პოლიციის ატაშეები წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა. გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, გენერალმა იაროსლავ შიმჩიკმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია პოლიციის მთავარი კომენდატურის შენობაში გაიმართა.

საქართველოს პოლიციის ატაშე, შალვა შუბლაძე კი „წითელი ჯვრის“ მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოელი პოლიციის ატაშე ესპანეთში აღნიშნული ტიპისა და მაღალი რანგის მედლით დაჯილდოებულიყო. შალვა შუბლაძეს „წითელი ჯვრის“ მედალი, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე მარლასკას ბრძანებით, არსებული წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გათვალისწინებით გადაეცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა