გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დავით ბაქრაძე - ხელისუფლების პოლიტიკისადმი უთანხმოების მიუხედავად, მზად ვარ მონაწილეობისთვის ყველა ნაბიჯში, რომელიც ემსახურება ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური ორიენტაციის დაცვას

ნახვები: 570 დავით ბაქრაძე - ხელისუფლების პოლიტიკისადმი უთანხმოების მიუხედავად, მზად ვარ მონაწილეობისთვის ყველა ნაბიჯში, რომელიც ემსახურება ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური ორიენტაციის დაცვას

კატეგორიულად ვგმობ და გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიმაჩნია ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტით“ ჩასვლა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დავით ბაქრაძე აცხადებს.

ბაქრაძის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ლუკაშენკოსვე აღიარებით, ეს ხდება რუსეთის პრეზიდენტის დავალებით და უკრაინაში ორგანიზებული უკანონო „რეფერენდუმების“ პარალელურად.

„სამწუხაროდ, სრულიად ნათელია, რომ ახლო მომავალში შესაძლოა, განვითარდეს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის უაღრესად საშიში და პროვოკაციული პროცესები. ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არეულობისა და კონფლიქტის პროვოცირებით დაინტერესებული ერთადერთი მხარე რუსეთია, ხოლო ევროკავშირი და აშშ იყო და კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის დაცულობის, უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარების გარანტად. სწორედ ამიტომ არის მცდარი და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა, რომლის მიზანიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ქვეყანაში ომის გაჩაღების და დესტაბილიზაციის სურვილის დაბრალებაა. ასევე, ცხადია, რომ პრეზიდენტ პუტინის მაამებლური დაშოშმინების პოლიტიკა არანაირად არ ცვლის საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მის გეგმებს და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების გზა გადის მხოლოდ ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორც ეს მოხდა ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების შემთხვევაში“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

ამასთან, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ამ საფრთხეების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლოს ერთიანობის ჩვენება ქვეყნის ინტერესებისა და მისი უსაფრთხოების დასაცავად.

„მიუხედავად ფუნდამენტური უთანხმოებებისა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დამოკიდებულების ნაწილში, მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ყველა იმ გადაწყვეტილებასა და ნაბიჯში, რომელიც რეალურად ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური ორიენტაციის დაცვას“, – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა