ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

დავით უსუფაშვილი - სავიზო რეჟიმი ნიშნავს დოკუმენტურად გადაწყვეტას, ვინ შემოუშვან და ვინ არა, თეთრი სახლიც ამას ამბობს, შავპიჯაკიანი უსუფაშვილიც და საზოგადოებაც, ერთადერთი „ქართულ ოცნებას“ არ ესმის

ნახვები: 607 დავით უსუფაშვილი - სავიზო რეჟიმი ნიშნავს დოკუმენტურად გადაწყვეტას, ვინ შემოუშვან და ვინ არა, თეთრი სახლიც ამას ამბობს, შავპიჯაკიანი უსუფაშვილიც და საზოგადოებაც, ერთადერთი „ქართულ ოცნებას“ არ ესმის

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, „ლელოს“ წარმომადგენლები ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, რითაც დოკუმენტურად გადაწყდება, ვინ უნდა შემოუშვან ქვეყანაში და ვინ – არა.

„ლელოს“ წარმომადგენლები ლარსზე იმყოფებოდნენ, ვითარების ადგილზე გასაცნობად. მათ გაგვიმყარეს რწმენა იმის თაობაზე, რომ საჭიროა ჩარევა მთავრობის მხრიდან. დანარჩენი, ვინ როგორ გამოხატავს თავის პოზიციას, ეს მათი არჩევანია.

სავიზო რეჟიმის გამკაცრება ნიშნავს ზუსტად გრძელი ფურცლის შევსებას, სადაც ადამიანი წერს, რუსეთიდან რატომ მოდის. საკუთარ მთავრობას გაურბის? – ასეთი შეიძლება, უფრო მარტივად შემოვუშვათ. ზუსტად იმაზეა ლაპარაკი, რომ სავიზო რეჟიმის დაწესება ნიშნავს მიზეზებისა და მიზნების გამორკვევას, დოკუმენტურად გადაწყვეტას, ვინ შემოუშვან და ვინ – არა. თეთრი სახლიც ამას ამბობს, შავპიჯაკიანი უსუფაშვილიც და საზოგადოებაც ამას ითხოვს. ერთადერთი, ვისაც ეს არ ესმის, „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა