გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ჯო ბაიდენი - აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება

ნახვები: 490 ჯო ბაიდენი - აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება

აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ომში ამერიკელი სამხედროები არ ჩაერთვებიან, მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით, ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის სამხედრო ძალები ტაივანს დაიცავენ.

„უკრაინა, იმ მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვუწევთ მათ, წარმოუდგენელი სიმამაცითა და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მონდომებით, არ აგებს ომს და მათ გარკვეულ სფეროებში წარმატება აქვთ. უკრაინაში ომის მოგება არის უკრაინიდან რუსეთის სრული გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა, რომ იქნებოდა. მაგრამ ომის მოგება-ზიანი, რომელსაც ის აყენებს, მოქალაქეები და უდანაშაულო ხალხი იღუპებიან, საშინლად რთულია ამის გამარჯვებად ჩათვლა. რუსეთმა რაც გააკეთა, იყო ბარბაროსობა. მისი თავდასხმები ყველაფერზე, სამოქალაქო საავადმყოფოებიდან, მოგეხსენებათ, მოხუცებულთა სახლებამდე, იმ უბნებზე, სადაც ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა