ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სალომე ზურაბიშვილი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ნახვები: 612 სალომე ზურაბიშვილი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახური ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს სვანეთში მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ტურიზმის ტემპის ზრდისა და განვითარებისათვის.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ხაზი გაესვა უშგულისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზის პროექტს. შეხვედრისას მხარეებმა სვანური ენის უნიკალურობაზე და ქართველურ ენებში მის ისტორიულ სტატუსზეც იმსჯელეს, როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი სვანური ენის სკოლებში სწავლების ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრაზე სვანეთმა ორბელიანების სასახლეში რეგიონულ კვირეულში მონაწილეობის მოწვევა მიიღო.

ორბელიანების სასახლეში რეგიონული კვირეულის ჩატარება პრეზიდენტის ინიციატივაა, რომლის მიზანიც დედაქალაქისა და ფართო საზოგადოებისათვის ადგილობრივი კულტურისა და ეკონომიკის უპირადესობების გაცნობა და ჩვენებაა. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი აპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, მერის თანაშემწე განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საკითხებში ვახტანგ ფილფანი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ქეთევან ხარძიანი.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა