გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

კელი დეგნანი - აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს, სანქციები თუ დაწესდება, ეს ხელმისაწვდომია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე

ნახვები: 569 კელი დეგნანი - აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს, სანქციები თუ დაწესდება, ეს ხელმისაწვდომია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე

აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს, სანქციები თუ დაწესდება, ეს ხელმისაწვდომია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე, – განუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა კელი დეგნანს შეკითხვა დაუსვეს, რომ გარი კასპაროვისა და მაიკლ მაკფოლის მიერ The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებითაც არის საუბარი.

„მე არ წამიკითხავს სტატია. ასე რომ, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს მასთან დაკავშირებით. როგორც აქამდეც მითქვამს, აშშ წინასწარ არ განიხილავს ჩვენს სასანქციო პროცესს. როდესაც სანქციები წესდება, თუ ისინი დაწესდება, მაშინ ეს ხელმისაწვდომია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ასე ვუდგებით ჩვენ სანქციებს. ისინი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა როგორც ვნახეთ, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა იცავს მათ. ეს არის სანქციების არსი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა