Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

08.09.2022 ნახვები: 858

96 წლის ასაკში გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. ბუკინგემის სასახლეზე დროშები დაუშვეს.

„დედოფალი გარდაიცვალა მშვიდად ბალმორალის ციხესიმაგრეში დღეს შუადღისას“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

დღეს შუადღისას ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმები შეშფოთებულები არიან და მას სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება. ამის შემდეგ სასწრაფო წესით შოტლანდიაში გაემგზავრნენ დედოფალ ელისაბედ მეორის ოჯახის წევრები. ბალმორალის ციხესიმაგრეში ჩავიდა პრინცი ჩარლზი, ასევე პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი.

მისი უმაღლესობა დედოფალი ელისაბედ II უინძორი (ინგლ. Queen Elizabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor; დ. 21 აპრილი1926ლონდონი — გ. 8 სექტემბერი2022[1]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური 2022 წლამდე, მის გარდაცვალებამდე. ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ელისაბედ II ასევე იყო თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალიაანტიგუა და ბარბუდაბაჰამის კუნძულებიბარბადოსიბელიზიგრენადაკანადაახალი ზელანდიაპაპუა-ახალი გვინეასენტ-ვინსენტი და გრენადინებისენტ-კიტსი და ნევისისენტ-ლუსიასოლომონის კუნძულებიტუვალუიამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.

ელისაბედი დაიბადა 1926 წლის 6 თებერვალიიორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში. განთლება მიიღო სასახლეში. მამამისი ტახტზე ავიდა 1937 წელს, ხოლო მისი მემკვიდრე სწორედ ელისაბედი იყო. 1947 წელს ელისაბედი დაწორწინდა პრინც ფილიპზე და ჰყავდა ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი.

ელისაბედი 1926 წელს დაიბადა. იგი მოინათლა ბაკინგემის სასახლეში და იორკის არქიეპისკოპოსმა უწოდა მას დედის სახელი. თავდაპირველად, ელისაბედს უჭირდა საკუთარი სახელის წარმოთქმა და საკუთარ თავს ლილიბეთს ეძახდა, სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამისმა ეს ზედმეტსახელი.[2] ელისაბედმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო.

 
3 წლის ელისაბედი

ელისაბედი თავდაპირველად არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მისი ბიძა, უელსის პრინცი ედუარდი ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა უარი თქვა ტახტზე და იგი ელისაბედის მამა ჯორჯ VI-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელისაბედი შოტლანდიაში იმყოფებოდა, მაგრამ ლონდონში დაბრუნდა. როცა შეტევა ლონდონზე მიიტანეს, მეფემ და მისმა ოჯახმა უარი განაცხადა, რომ კანადაში გამგზავრებულიყო.

1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად. მან განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა ომი კარგად დამთავრებულიყო.

 
ელისაბედ II-ის პირადი დროშა

ელისაბედი მართლაც ყველაფერს აკეთებდა. იგი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, ის უარს არ ამბობდა ემუშავა მუშად და მექანიკოსადაც კი. ის, რომ პრინცესაც ჩართული იყო საქმის მოგვარებაში, ხალხს მეტი სტიმული ეძლეოდა. 1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ელისაბედი ლონდონელებთან ერთად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვებას.

ელისაბედი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს. მათი სიყვარული მაშინ დაიწყო, როცა ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ელისაბედი სულ რაღაც 13 წლის იყო. ფილიპმა და ელისაბედმა ერთმანეთთან მიწერ-მოწერა დაიწყეს. 1947 წლის 20 ნოემბერს ფილიპი და ელისაბედი დაქორწინდნენ.

1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ VI გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა