გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ნიკა მელია - რას გვეუბნებიან? პირდაპირ წახვალ? დაიღუპები. მარცხნივ წახვალ? დაიღუპები. მარჯვნივ წახვალ - დაიღუპები, ანუ ყველგან დაიღუპებიო

ნახვები: 492 ნიკა მელია - რას გვეუბნებიან? პირდაპირ წახვალ? დაიღუპები. მარცხნივ წახვალ? დაიღუპები. მარჯვნივ წახვალ - დაიღუპები, ანუ ყველგან დაიღუპებიო

მოვითხოვეთ ვადამდელი არჩევნები და მივიღეთ, რბილად რომ ვთქვათ საინტერესო სურათი. მავანს რომ ვუსმინოთ, გვაქვს მოცემულობა, სადაც ყველაფერი ბიძინას აწყობს – მოქმედებაც და უმოქმედობაც, ბრძოლაც და დანებებაც, არჩევნების მოთხოვნაც და არჩევნებს დალოდებაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუქში“ წერს.

„ანუ, რას გვეუბნებიან? პირდაპირ წახვალ? დაიღუპები. მარცხნივ წახვალ? – დაიღუპები. მარჯვნივ წახვალ – დაიღუპები. ანუ ყველგან დაიღუპებიო.

არადა ახლა არის სიტუაცია, როდესაც დალოდება არის საქართველოს ევროპული მომავლის დაღუპვა!

თან 2024-მდე რას უცდითო და თან რა დროს ვადამდელიაო, თან ბიძინა უძლეველიაო და თან იბრძოლეთო, თან დროზე პარლამენტიდან გამოდითო და თან ვადამდელი ბიძინას აწყობსო…

ვადამდელი არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშველოვანი!

2024 წელს დალოდება აწყობს სწორედ რუსულ ოცნებას. მათ ზუსტად იციან, რომ 2024 წლამდე კიდევ ასი ათასობით ქართველი დატოვებს საქართველოს. ეს ასობით ათასი ქართველი კი სწორედ საქართველოში არსებული სიტუაციით უკმაყოფილო და შესაბამისად ოპოზიციურად განწყობილია.

მე მაქვს პირველ რიგში ქართველი ხალხის რაციონალური არჩევანის, შემდეგ კი საკუთარი გუნდისა და საკუთარი თავის იმედი.

ვიბრძოლებთ ვისაც გვჯერა გამარჯვების და დაგარწმუნებთ ყველას, ვისაც გამარჯვება სურს“, – წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა