წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდმა პატრიარქის ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია
ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
მეუფე ვახტანგი - წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება
დონალდ ტრამპი - ჩვენს სამხედრო ძალებს არც დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა, შემდეგია ხიდები, ელექტროსადგურები

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

06.09.2022 ნახვები: 557

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ელჩები უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესში ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატებისადმი მოთხოვნების ნაწილი შესაძლოა, გაუქმდეს. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონი უკრძალავდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის მსურველს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოფილიყო თანამდებობაზე პარტიის მმართველ ორგანოებში. განახლებულ ვერსიაში კი ეს შეზღუდვა მოიხსნა.

ამას გარდა, კანონპროექტი, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ელჩების შეშფოთებას იწვევს, ითვალისწინებს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლების შესაძლებლობას, თუ დადგინდა, რომ „მას კორუფციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი“.

შესაბამისი ცვლილება უმაღლესი რადას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საკითხთა კომიტეტმა დაამტკიცა. მისი ინიციატორი გახლდათ მმართველი პარტიის დეპუტატი ანდერი კლოჩკო, რომლიც თავად არის კორუფციული გამოძიების ფიგურანტი. კლოჩკოს წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა დეპუტატის პენსიონერ დედას აღმოუჩინეს მიწის ნაკვეთები, სახლები და ავტომობილი „ტესლა“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ასარჩევად გამჭვირვალე კონკურსის ჩატარება ბრიუსელის ერთი-ერთი მოთხოვნაა, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა