ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, ბორის ჯონსონის მემკვიდრეობა რუსეთის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნდება, ჩვენ კვლავ გვჭირდება ბრიტანეთის მხარდაჭერა და ლიდერობა

ნახვები: 618 ვოლოდიმირ ზელენსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, ბორის ჯონსონის მემკვიდრეობა რუსეთის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნდება, ჩვენ კვლავ გვჭირდება ბრიტანეთის მხარდაჭერა და ლიდერობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმეოდვნებს, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი შეინარჩუნებს ბორის ჯონსონის მემკვიდრეობას რუსეთის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ნათქვამია გამოცემა The Mail on Sunday-ში გამოქვეყნებულ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილში.

„რამდენიმე დღეში დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. როგორც უკრიანის პრეზიდენტი, მე მოხარული ვიქნები, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოვაყალიბო, როგორც ბორის ჯონსონმა თქვა, „ნებისმიერ ბრიტანელ პრემიერ-მინისტრთან, მამაკაცთან, თუ ქალთან“. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ბორისის მემკვიდრეობა რუსეთის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნებული იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ ბძოლას, რადგან სხვა ვარიანტი არ გვაქვს. სასწორზე ჩვენი სიცოხლე და ჩვენი მომავალია. და ჩვენ კვლავ გვჭირდება დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა და ლიდერობა“, – წერს ვოლდომირ ზელენსკი.

წერილში უკრიანის პრეზიდენტი უკრაიანის მიმართ ბორის ჯონსონის სწრაფ და მტკიცე მხარდაჭერაზე საუბრობს.

„ყოველი ჩვენი შეხვედრისას და საუბრისას, ბორისს ჰქონდა ერთი ძალიან კარგი კითხვა: კიდევ რა? რა გჭირდება კიდევ? ეს გახდა ჩვენი ლოზუნგი, რომელიც ეფექტიან პროგრესს უზრუნველყოფდა. დამიჯერეთ, არც თუ ისე ბევრი პოლიტიკოსია მზად, გააკეთოს ეს“, -აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ბორის ჯონსონი მისთვის მეგობარი გახდა, უკრაინელებმა კი მადლიერების ნიშნად მას მისცეს უკრაინული სახელი – „ჯონსონიუკი“.

ზელენსკის წერილს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა ბორის ჯონსონი და მას მადლობა გადაუხადა.

„დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინის და მისი ხალხის მხარდაჭერა ურყევია და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას პუტინის ომის წინააღმდეგ. მადლობა მეგობრობისთვის ვლადიმირ, შენ ხარ გმირი, შენ ყველას უყვარხარ“, – დაწერა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატია წარდგენილი, საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი და ყოფილი ფინანსთა მდივანი რიში სუნაკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა