ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია

ნახვები: 566 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შესაბამისი ცოცხალი ძალა და ვერტმფრენი.

როგორც საქართველოს პირველ არხს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტოლ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ცეცხლი გუშინ გაჩნდა.

„წვიმა იყო და ჭექა-ქუხილის შემდგომ მეხი დაეცა ტყეში და იქიდან გაჩნდა რამდენიმე ადგილას კერები. ახლა მუშაობს ცოცხალი ძალა. დაახლოებით ერთი ჰექტარზეა ცეცხლი. ვერტმფრენი თავიდანვე ჩაერთო სამუშაოებში, მაგრამ ახლა ქარია და გაჩერებულია, ველოდებით ქარის ჩადგომას, რომ გააგრძელოს ვერტმფრენმა წყლის დასხმა. ცეცხლი ისეთ ადგილზეა, რომ ტექნიკა ვერ უდგება და ცოცხალი ძალით მიდის ცეცხლის ქრობის სამუშაოები. დასახლებულ პუნქტებს ამ ეტაპზე არაფერი საფრთხე არ ემუქრება, ცეცხლი მოშორებითაა“, – განაცხადა მესტიის გამგებელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა