ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტის მხრიდან საგარეო კრიტიკას რაც შეეხება, მგონი, სალომე ზურაბიშვილს ან ინფორმაციას არ აწვდიან, ან თავად არის რაღაც სხვა მოდელირებულ საქართველოში

ნახვები: 614 ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტის მხრიდან საგარეო კრიტიკას რაც შეეხება, მგონი, სალომე ზურაბიშვილს ან ინფორმაციას არ აწვდიან, ან თავად არის რაღაც სხვა მოდელირებულ საქართველოში

პრეზიდენტის მხრიდან საგარეო კრიტიკას რაც შეეხება, მგონი, სალომე ზურაბიშვილს ან ინფორმაციას არ აწვდიან, ან თავად არის რაღაც სხვა მოდელირებულ საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, რა შესაძლებლობაც ჰქონდათ, გამოიყენეს, რომ გაერო-სა და ბრიუსელში მაქსიმალურად მომზადებული იყვნენ.

„საკონსტიტუციო სარჩელი განპირობებული იყო იმით, რომ გაერო-ში ელჩის დანიშვნას გაუგებრობა მოჰყვა. ვთქვით, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეწყვიტა, რათა ინტერპრეტაციები არ მოჰყოლოდა. პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ელჩი დანიშნა. მგონია, რომ სასამართლო დისკუსია ბოლომდე უნდა მივიდეს, რათა ხვალ და ზეგ ანალოგიური შემთხვევა არ მოხდეს და სახელისუფლებო შტოს რომელიმე წარმომადგენელმა განსხვავებულად არ წაიკითხოს, მომავლისთვის დაზღვეული ვიქნებით. საგარეო კურსზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. მგონია, რომ ეს სარჩელი ბოლომდე უნდა მივიდეს და შავით თეთრზე დაწერილს სწორად უნდა ვკითხულობდეთ ხელისუფლების ყველა შტო. ელჩების დანიშვნა როგორც აქამდე ხდებოდა, ზუსტად იგივე პრაქტიკით და მიდგომით ხდება ახლაც. გაერო-სთან დაკავშირებით იყო გაუგებრობა, რასაც სარჩელი მოჰყვა. თუ დარღვევა არის და განსხვავებული მოსაზრებები, საკონსტიტუციო მოსამართლემ გადაწყვიტოს.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან საგარეო კრიტიკას, მგონი, სალომე ზურაბიშვილს ან ინფორმაციას არ აწვდიან, ან თავად არის რაღაც სხვა მოდელირებულ საქართველოში, რადგან მაკა ბოჭორიშვილი და მიხეილ სარჯველაძე ევროპაში არიან, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ვენაში, ზოგი იტალიაში. რა შესაძლებლობაც გვქონდა, გამოვიყენეთ, რომ გაერო-სა და ბრიუსელში მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ. წესით, ეს ინფორმაცია პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ვისურვებდი, უფრო მეტად ინფორმირებული იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა