გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ემანუელ მაკრონი - ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის

ნახვები: 569 ემანუელ მაკრონი - ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპა ორგანიზებული უნდა იყოს ენერგეტიკული და სასურსათო თვალსაზრისით.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის და ამისთვის უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, სურსათსა და მრავალ სხვა საკითხს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ ხანგრძლივი ომის წინაშე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დავამყაროთ მშვიდობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ის გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს, რათა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული, თუმცა ამავე დროს მან ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა უკრაინას.

„საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან საუბარს. ვის სურს, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს?“, – აღნიშნა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი გააგრძელებს კიევის გრძელვადიან მხარდაჭერას ეკონომიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება რუსეთის წინაშე ევროპული ერთიანობის უზრუნველყოფა.

„ევროპის ერთიანობა საკვანძოა, რადგან განხეთქილება რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა