ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლევან ბეჟაშვილი - დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უნდა შევქმნათ ქართული მოდელი, რომელიც შეესატყვისება საქართველოს რეალობას

ნახვები: 609 ლევან ბეჟაშვილი - დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უნდა შევქმნათ ქართული მოდელი, რომელიც შეესატყვისება საქართველოს რეალობას

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტში დახურული კონსულტაციები გამართეს. „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მე-5 პუნქტის, დეოლიგარქიზაციის საკანონმდებლო ჩარჩოს ძირითად პრინციპებზე იმსჯელეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ქართული მოდელი, რომელიც საქართველოს რეალობასთან იქნება შესაბამისობაში.

„დღევანდელი შეხვედრა დაეთმო დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოების განსაზღვრას. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული მოდელი, რომელზეც აპელირებს „ქართული ოცნება“, არანაირად არ შეესაბამება ქართულ რეალობას. უკრაინაში ბევრი ოლიგარქია. მათ სახელისუფლებო ბერკეტები ნამდვილად არ აქვთ, განსხვავებით საქართველოს მოდელისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს ფლობს.

სახელისუფლებო ბერკეტებზე უშუალო ზეგავლენა აქვს კონკრეტული თანამდებობის პირების დანიშვნით და ა.შ. ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული მოდელი. ის მოდელი, რომელიც შეესატყვისება საქართველოს რეალობას. ოლიგარქიის ცნებისათვის განმსაზღვრელი უნდა იყოს ის, რომ პირი უნდა ფლობდეს მშპ-ს დაახლოებით 1%-ზე მეტს. ასევე მნიშვნელოვანია მედიაზე კონტროლის ნაწილი და სახელისუფლებო ბერკეტებზე ზეგავლენა, რაც ქართულ რეალობაში აბსოლუტურად თვალსაჩინოა. ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილთან მომუშავე კონკრეტული პირები არიან პრემიერ-მინისტრი, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ა.შ. ამ გავლენების დადგენა მარტივი საქმეა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ქართულ რეალობას შეესაბამება და კანონმდებლობაში ქართულ რეალობას ასახავს. კონკრეტულად როგორი იქნება კანონის აღსრულების მექანიზმები, ეს ცალკე სასაუბრო თემაა. მოლოდინი, რომ „ქართულ ოცნებას“ გონება გაუნათდება და ისინი თავად დაადგენენ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ოლიგარქის ცნების შესატყვისობას,  არ არსებობს. ამიტომ ალტერნატიული მექანიზმები უნდა ჩამოყალიბდეს, თუ როგორ მოხდება ოლიგარქიის შესახებ კანონმდებლობის აღსრულება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა