ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პაატა მანჯგალაძე - საყოველთაო კონსენსუსია, რომ ომბუდსმენის არჩევის მოქმედი წესი იყოს შენარჩუნებული, „ოცნება“ ვითომ ფოჩიან კანფეტს გვთავაზობს, რომელიც ოპოზიციამ თქმისთანავე უნდა გადაყლაპოს

ნახვები: 619 პაატა მანჯგალაძე - საყოველთაო კონსენსუსია, რომ ომბუდსმენის არჩევის მოქმედი წესი იყოს შენარჩუნებული, „ოცნება“ ვითომ ფოჩიან კანფეტს გვთავაზობს, რომელიც ოპოზიციამ თქმისთანავე უნდა გადაყლაპოს

სახალხო დამცველად ოპოზიციის კანდიდატის არჩევას არ ვითხოვთ, ვითხოვთ, დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას. „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის რეკომენდაციები და ევროპაში შესვლა არ აინტერესებს, მათი მიზანია, პროცესი ჩიხში შეიყვანოს და ხელი სხვისკენ გაიშვიროს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მიზეზებს იგონებს, რომ პროცესის ჩაშლა სხვას გადააბრალოს.

„ქართული ოცნება“ ვითომ ახალ, უკეთეს პროცესს, ფოჩიან კანფეტს გვთავაზობს, რომელიც ოპოზიციამ თქმისთანავე უნდა გადაყლაპოს. ახალი ცვლილებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ფსევდო დემოკრატიული პროცესი შექმნან და მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელებენ, ვითომ, დამოუკიდებელ კანდიდატს, ვითომ ოპოზიციური პარტია კი ამ კანდიდატს დაასახელებს, „ქართული ოცნება“ კი, ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს აარჩევს. საყოველთაო კონსენსუსია, რომ სახალხო დამცველის არჩევის მოქმედი წესი იყოს შენარჩუნებული. ოპოზიციის კანდიდატის არჩევას არ ვითხოვთ, ვითხოვთ, დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას. „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის რეკომენდაციები და ევროპაში შესვლა არ აინტერესებს, მათი მიზანია, პროცესი ჩიხში შეიყვანოს და ხელი სხვისკენ გაიშვიროს. იმისათვის, რომ პროცესის ჩაშლა სხვას გადააბრალოს, მიზეზებს იგონებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა