გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსულ „Su-24“-ებს უკვე შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა

ნახვები: 488 ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსულ „Su-24“-ებს უკვე შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, „Su-24“-ებს უკვე შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა.

ლუკაშენკოს თქმით, „სამიზნეები განსაზღვრულია იმ შემთხვევებისთვის, თუ დასავლეთი ბელარუსის წინააღმდეგ პროვოკაციას ეცდება“.

„მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში ვთქვით, რომ ბელარუსული თვითმფრინავების ხელახლა აღჭურვას განვახორციელებდით, რათა მათი საშუალებით ბირთვული იარაღის გადატანა მომხდარიყო. ყველაფერი მზად არის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო დასავლეთს აფრთხილებს, რომ ბელარუსი მზად არის, ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხოს. მისი თქმით, ბელარუსთან ურთიერთობა არ უნდა გამწვავდეს, რადგან ეს ნიშნავს ურთიერთობის გამწვავებას საკავშირო სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა