Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran
იტალია სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში AfD-მ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა — მერცის CDU მხარის პარლამენტში ვერ მოხვდა
ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ: ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით — ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე, ადვოკატის ინფორმაციით, საფრანგეთში დააკავეს

თურქეთის ფინანსთა მინისტრი - თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო

ნახვები: 724 თურქეთის ფინანსთა მინისტრი - თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო

თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებს მიმართა, რომ ისინი არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში. ამის შესახებ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა​ნურედინ ნებათმა მიკრობლოგ „თვითერზე“ დაწერა.

„აზრს მოკლებულია, რომ თურქეთის ბიზნესორგანიზაციებისთვის გაგზავნილმა წერილმა შეშფოთება გამოიწვიოს ბიზნეს წრეებში. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში. ჩვენმა ბიზნეს სამყარომ ყოველთვის უნდა იგრძნოს სახელმწიფოს ძალა“, – წერს ფინანსთა მინისტრი.

ნებათის თქმით, თურქეთი მოწოდებულია, განავითაროს კომერციული ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმში, ისეთ ჩარჩოებში, რომელიც სანქციების საგანი არ არის.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადიემოსმა მიმართა თურქეთის ბიზნესასოციაციებს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ თურქულ კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულ სიაში მყოფ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, სანქციები დაემუქრებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა