ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

მიხეილ სარჯველაძე - წარმოდგენილი არგუმენტაციის პირობებში მეეჭვება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარდაჭერის პერსპექტივა ჰქონდეთ, მოსალოდნელია ახალი კონკურსის ჩატარება

ნახვები: 485 მიხეილ სარჯველაძე - წარმოდგენილი არგუმენტაციის პირობებში მეეჭვება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარდაჭერის პერსპექტივა ჰქონდეთ, მოსალოდნელია ახალი კონკურსის ჩატარება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ დასახელებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, ეჭვი ეპარება, რომ წარმოდგენილ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარდაჭერის პერსპექტივა ჰქონდეთ. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს მხარდაჭერა არ ექნებათ და პროცედურით ახალი კონკურსი ჩატარდება.

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას, სარჯველაძის განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს.

„პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი არც ერთი კანდიდატი არ არის უკეთესი, ვიდრე გიორგი კალანდარიშვილი. პრეზიდენტის მხრიდან მისი კანდიდატურის არწარმოდგენა დაბრალდა პოლარიზების შემცირების სურვილს, წინა კენჭისყრაზე სათანადო ხმების მოუპოვლებლობას და ა.შ. ასეთი არგუმენტაციის პირობებში მეეჭვება, რომ ამ ორ კანდიდატს მხარდაჭერის რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს.

გაუგებარი კომპრომისისთვის უკეთესთან შედარებით უარესი კანდიდატურის წარმოდგენა არ გაამართლებს იმას, რომ ასეთ ლოგიკას დავყვეთ და ავირჩიოთ უარესი კანდიდატურა, ვიდრე უკეთესი. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს მხარდაჭერა არ ექნებათ და პროცედურით ახალი კონკურსი ჩატარდება. რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას, ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს და არ მგონია, მომავალში იგეგმებოდეს“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა