ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პაატა მანჯგალაძე - თანხმობის, შერიგების იდეას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ახლაც უჭერს მხარს, მაგრამ თანხმობა როგორ გვექნება, როცა ხელისუფლებამ ქვეყანას გეოპოლიტიკური არჩევანი შეუცვალა

ნახვები: 614 პაატა მანჯგალაძე - თანხმობის, შერიგების იდეას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ახლაც უჭერს მხარს, მაგრამ თანხმობა როგორ გვექნება, როცა ხელისუფლებამ ქვეყანას გეოპოლიტიკური არჩევანი შეუცვალა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, ყველა გაერთიანდეს და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე დიდი საზეიმო წელი გახდეს ევროპული საქართველოსთვის, კარგი იდეაა.

ამასთან, მისივე თქმით, ზოგადად, თანხმობასა და შერიგებაზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ ორი-სამი წლის წინ საუბრობდა და ამ იდეას ახლაც უჭერს მხარს.

„ახლაც ვუჭერთ მხარს, მაგრამ თანხმობა რას ნიშნავს, ხელისუფლება რუსეთში მიათრევს საქართველოს. იმათთან თანხმობა ნიშნავს, რომ ერთად წავიდეთ რუსეთისკენ. თანხმობა როგორ გვექნება, ადამიანებმა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი შეუცვალეს, ამიტომ არ გვაქვს თანხმობა. დემოკრატიაზე თქვეს უარი, დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ ყოველდღე, ანტიქართულ განცხადებებს აკეთებენ, ამიტომ არ გვაქვს თანხმობა. პოლარიზებას ხო აქვს მიზეზები? ამის მიზეზია მიტაცებული ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც რუსულ ჭაობში მიათრევს საქართველოს. ამიტომ ვართ პოლარიზებული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა