ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სალომე ზურაბიშვილი - ყველა გავერთიანდეთ და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

ნახვები: 617 სალომე ზურაბიშვილი - ყველა გავერთიანდეთ და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

ყველა გავერთიანდეთ და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის, – ამის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვაშია ნათქვამი.

„მინდა, მივმართო საზოგადოებას, მივმართო მთავრობას: ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, პარლამენტს აქედან დიდი ჯიხაიშიდან, რამეთუ მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180 წელი. ეს საიუბილეო წელია და ამავე დროს ჩვენთვის, საქართველოსთვის მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე და ეს დამთხვევა ალბათ არ არის.

ნიკო ნიკოლაძე იყო ის, რომელიც ყველაზე მეტად ამზადებდა საქართველოს ევროპისთვის და რომელსაც შემოჰყავდა ევროპა საქართველოში. ამიტომ, ძალიან სწორი იქნება, რომ მომავალი წელი იყოს ერთობლივად ნიკოს და ევროპის წელი.

ამისთვის ალბათ უნდა გავმართოთ საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არა მხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა.

ამავდროულად, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც ეროვნული თანხმობის საქმე. ის ყველასია, ნიკო ნიკოლაძე არავის ეკუთვნის, არც მე და ეკუთვნის ქვეყანას, რომელსაც ემსახურებოდა და ეკუთვნის ამ ევროპულ იდეას.

ასე რომ, ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის!“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა