მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

დავით მათიკაშვილი - კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საარჩევნო კოდექსის სამუშაოა ჯგუფში მუშაობაზე უარის თქმა, არის თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციაზე

ნახვები: 631 დავით მათიკაშვილი - კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საარჩევნო კოდექსის სამუშაოა ჯგუფში მუშაობაზე უარის თქმა, არის თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციაზე

„სამართლიანმა არჩევნებმა“ როდესაც განაცხადა, რომ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, აქ იმდენად დიდი დოზით არის ნეიტრალიტეტის დარღვევა, რთულად წარმოსადგენია ასეთი არანეიტრალური, ვითომ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რაიმე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ უნდა აღიაროს, რომ ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, არის ლეგიტიმურად არჩეული, ლეგიტიმურად მოქმედი ყოველგვარი მათი მხრიდან წამოსული ინსინუაციების გამოისობით.

„კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაოა ჯგუფში მუშაობაზე უარის თქმა, არის თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მე პირიქით ვიტყოდი. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, უნდა წავიდეს სახლში, შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და თავად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები მოგვევლინონ პრემიერ-მინისტრებად, მინისტრებად და აქ ნეიტრალიტეტის დიდი დოზით დარღევაა. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იმდენად ღრმად შეჭრაა პოლიტიკურ ლაბირინთებში, რთულად წარმოსადგენია, ასეთი არანეიტრალურ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რაიმე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

შეცდომა ყველას მოსდის, ზუსტად ამ არასამთავრობო ორგანიზაციის „შეცდომის“ დამსახურებაა ის, რომ შესაძლოა, სავალალო მოვლენები მომხდარიყო ქვეყანაში, რადგანაც ეს ორგანიზაცია ყველას ატყუებდა და უმტკიცებდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს ასე არ მომხდარა, ამიტომ დღეს, როდესაც კიდევ ერთი მძიმე შეცდომა დაუშვა ამ ორგანიზაცია, ალბათ საზოგადოების წინაშე სწორ იქნება მოხდეს გამიჯვნა მსგავსი განცხადებებისგან და მხოლოდ შემდგომ ნეიტრალურ, პოლიტიკურად არაანგაჟირებულ ორგანიზაციასთან თავისუფლად და მარტივად შესაძლებელია ნებისმიერ სამუშაო ჯგუფში მუშაობა. მათ უნდა თქვან და აღიარონ ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, არის ლეგიტიმურად არჩეული, ლეგიტიმურად მოქმედი ყოველგვარი მათი მხრიდან წამოსული ინსინუაციების გამოისობით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, საკითხები გადაწყდეს პარლამენტში, ვიმუშაოთ პარლამენტში და არა პარლამენტის წინ ან სადმე რომელიმე კულუარებში, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა