თეონა აქუბარდია: კობახიძის გაეროში გამოსვლამ აჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში უკანა პლანზე გადადის
შსს - დარიალის გამშვები პუნქტიდან მოქალაქეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
ნეთანიაჰუ გაეროში: ჩვენ გავიმარჯვებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს
სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა დიდი სახელმწიფოების თანაარსებობის ახალი გზა უნდა მოძებნონ
ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის რეჟიმი მარტივდება

ნახვები: 679 ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის რეჟიმი მარტივდება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებისთვის გაამარტივონ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის რეჟიმი.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდი ავრცელებს.

კერძოდ, ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლები შეძლებენ, გადასასვლელი პუნქტების, მოსაბრუნი/ოძისის და პერევის გადაკვეთას ყოველი თვის 20 და 30 რიცხვში.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა