გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ნახვები: 490 მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება მისმა აგენტებმა გააკეთეს.

მათი თქმით, რუშდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და არსებობს საფრთხე, რომ მწერალმა თვალი დაკარგოს.

მწერალს ნიუ იორკის შტატში დაგეგმილი ლექციის დროს დაესხნენ თავს. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. მან რუშდის რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მწერალი სცენაზე დაეცა. ბოროტმოქმედი მაყურებლებმა დააკავეს. ის ნიუ ჯერსის მცხოვრები, 24 წლის ჰადი მატარი აღმოჩნდა.

თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. მომხდარის გამოძიებაში პოლიციასთან ერთად ჩართულია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო. წინასწარი ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სალმან რუშდის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრებას ეფუძნება, მკრეხელობად აღიქვა მუსლიმურმა სამყარომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა