გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

გია ვოლსკი - აშშ-ს ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს

ნახვები: 568 გია ვოლსკი - აშშ-ს ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს

აშშ საქართველოს მართლაც ყველაზე ძლიერი, ეფექტური მხარდამჭერია, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია: „შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ამყარებს რწმენას, რომ რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას“.

„ჩვენ საკმაოდ ვრცელი და გრძელვადიანი საუბარი გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით იმ ჩვენს ყოფილ თანაფრაქციელებთან და ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ კომენტარები ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გავაკეთოთ, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ხაზები გვაქვს, ურთიერთობის ჩვენი არხები გვაქვს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რასაკვირველია აშშ-სთან. ერთს დავამატებ მხოლოდ. ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე ეფექტური მხარდამჭერია საქართველოსი. აშშ-ზე მაქვს საუბარი, მის ადმინისტრაციაზე, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც, ასეთი ერთგული დასაყრდენი, პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე, რეგიონში არ ჰყავს. აქედან გამომდინარეობს ის კომენტარი, რაც გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა და რასაც მე გეუბნებით ახლა თქვენ. ამის იქით რაიმე კომენტარი არ გამაჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, არსებობს გარკვეული შეკითხვები საზოგადოებაში, რასაკვირველია, მაგრამ არსებობს გარკვეული სტანდარტიც, რომელზეც კოლეგებთან ვერ შეთანხმდნენ.

„ზედმეტ, დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებ, თუმცა ფაქტია, რომ ყველანაირი საკითხი, როგორც კელი დეგნანმაც აღნიშნა, განიხილება კულუარებში, ყველანაირი თემა, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებში ეს დახურულ კარს მიღმა არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობებს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად, ის, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა არის საგანგებო მნიშვნელობის და არ უნდა გავახაროთ მტერი, რომელსაც არც საქართველოს და არც უკრაინის კეთილდღეობა არ გაუხარდება, რასაკვირველია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მეტი განცხადებებია საჭირო უკრაინის წარმომადგენელთა ამ როყიო და ხისტი განცხადებების თაობაზე. არის გარკვეული შეკითხვები, ეს შეკითხვები არის საზოგადოებაში, რასაკვირველია, მაგრამ არსებობს გარკვეული სტანდარტი, რომელზეც ვერ შევთანხმდით ჩვენს კოლეგებთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა