უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი - ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს

12.08.2022 ნახვები: 553

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ ეტაპზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. ეს განცხადება მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს გააკეთა.

ამასთან ერთად, რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა გაერო-ს, გააგზავნონ მეთვალყურეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელექტროსადგურზე.

„ამ რთულ, ბნელ დროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა იყოს დაშვებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა გროსიმ.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო მეთვალყურეთა მისიის გაგზავნას ითხოვს უკრაინაც.
კიევი და დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ რამდენჯერმე გაუხსნა ცეცხლი ატომურ ელექტროსადგურს. მათი თქმით, რუსეთი სადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. უკრაინის მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, დატოვონ ობიექტი.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთს სამხედროების ზაპოროჟიეს სადგურიდან გაყვანისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსმაც.

„ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი სიტუაციის მიზეზი საიდუმლოს არ წარმოადგენს. ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული შედეგი რუსეთის გადაწყვეტილებისა, შეიჭრას მეზობელ უკრაინაში“, – თქვა ჯენკინსმა.

საპასუხოდ, მოსკოვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით სროლაში უკრაინის არმიას ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო უწყებაში მომხდარს „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა