პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

შემოსავლების სამსახური - 7 აგვისტოს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, დადასტურდა, რომ გემზე არ ვრცელდება სანქციები, შესაბამისად, მიეცა შემოსვლის ნებართვა

08.08.2022 ნახვები: 574

საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 7 აგვისტოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი OPOLYE. ამის შესახებ შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„აღნიშნულ გემზე დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთი – 3182.642 ტონა მყარი ხელოვნური საწვავი კოქსი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სანქციებთან მიმართებით შემოწმდა როგორც გემი, ისე გემთმფლობელი, ასევე გემის მოძრაობის ტრაექტორია, რომელიც შეესაბამება წარმოდგენილ დოკუმენტებს.

მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნულ გემზე არ ვრცელდება სანქციები და შესაბამისად, მას მიეცა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში შემოსვლის ნებართვა.

ვინაიდან აღნიშნული გემი, გემთმფლობელი და ტვირთი არ არის შესული საერთაშორისო სანქციების სიაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების მიზნით, მიმდინარეობს ტვირთის დაცლა და კანონმდებლობის შესაბამისად იმპორტის პროცედურაში მოქცევა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, გემის მფლობელი ან ტვირთი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა