ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

დმიტრო კულება - უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია შეთანხმებას არ დაარღვევს

ნახვები: 566 დმიტრო კულება - უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია შეთანხმებას არ დაარღვევს

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, თუ რუსეთის ფედერაცია არ დაარღვევს შეთანხმებას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„თურქეთის პორტში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ჩასვლა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახისთვის იმედის სიგნალია. უკრაინა თქვენ არ დაგტოვებთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთამაშობთ „შიმშილის თამაშებს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

​ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ მარცვლეულის დერეფნის შემდგომ ფუნქციონირებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

„თუ ის შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინული სურსათის ექსპორტი ჩვენი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკელი და აზიელი მეგობრებისთვის შემდგომშიც გააგრძელებს სტაბილურობის გარანტირებას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა