ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მამუკა მდინარაძე - რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიას ვინც გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია

ნახვები: 613 მამუკა მდინარაძე - რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიას ვინც გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია

რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიას ვინც გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს.

„სხვანაირად რადგან არ გამოგვივიდა, მოდი, რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ. ამით ხელისუფლებას თან რუსების დაცვა მოუწევთ და პიარულად მაგაზე მაგრად დავარტყამთ, თან იქნებ კარგად გაღვივდეს და ამ გზით მაინც ავრიოთ“ – ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია!…

ხვალ 7 აგვისტოა. ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს.

დღეს ეს ხალხი ცდილობს რუსების თემის გავლით არევას!…

დასკვნების გამოტანა რთული არ არის!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა