ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

სასამართლოს დღეს პოლიტიკა არ მართავს და ეს იმ რეფორმების შედეგია, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 485 სასამართლოს დღეს პოლიტიკა არ მართავს და ეს იმ რეფორმების შედეგია, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა-მიხეილ სარჯველაძე

სასამართლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან დღეს დამოუკიდებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დღეს სასამართლოს პოლიტიკა არ მართავს და ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა.

„სამუშაო პროცესში აუცილებელია კონსტრუქციული დამოკიდებულება, ყველას მოტივაცია და იმაზე ფიქრი, როგორ გავაუმჯობესოთ, საკანონმდებლო ჩარჩო იმ თვალსაზრისით, რომ იყოს გაცილებით მეტად შექმნილი მექანიზმები მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის და გარანტიები, რასაც მოქმედი კანონმდებლობაც ადგენს. არ ღირს, ბევრი დრო დავკარგოთ პრობლემების არსებობა-არარსებობაზე საუბარზე, უნდა ვიმსჯელოთ, კანონი უფრო ეფექტური როგორ გავხადოთ. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი უნდა იყოს, სასამართლო, როგორც სერვისის მიმწოდებლის სტანდარტების გაუმჯობესება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა