გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ანრი ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციის პუნქტში გვჭირდება ობიექტური საზომი, ასეთად ავიღეთ ევროკომისიის დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში, მოდელი, რომლის იმპლემენტაციაზეც არის მოწოდება

ნახვები: 569 ანრი ოხანაშვილი - დეოლიგარქიზაციის პუნქტში გვჭირდება ობიექტური საზომი, ასეთად ავიღეთ ევროკომისიის დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში, მოდელი, რომლის იმპლემენტაციაზეც არის მოწოდება

დეოლიგარქიზაციის პუნქტში გვჭირდება ობიექტური საზომი, რომლითაც ეს პუნქტი შესრულებულად ჩაგვეთვლება. ჩვენ ობიექტურ საზომად ავიღეთ ევროკომისიის დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში. შესაბამისად, ავიღეთ ის მოდელი, რომლის იმპლემენტაციაზეც არის მოწოდება ევროკომისიის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონში ბევრია სამსჯელო, თუმცა ეს მოდელი ევროკომისიამ უკრაინასთან მიმართებაში მოიწონა და არის მოთხოვნა მის იმპლემენტაციაზე.

„ევროკომისიის მიერ გაწერილია 12 პუნქტი, ერთ-ერთია დეოლიგარქიზაცია. ასეთივე პუნქტია გაკეთებული მოლდოვისა და უკრაინის მიმართ. უკრაინის შემთხვევაში ევროკომისიას ჰქონდა მითითება, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის იმპლემენტაცია მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს კანონის მიღებას. ჩვენ დეოლიგარქიზაციის პუნქტში გვჭირდება ობიექტური საზომი, რომლითაც ეს პუნქტი შესრულებულად ჩაგვეთვლება. ჩვენ ობიექტურ საზომად ავიღეთ ევრკომისიის დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში. შესაბამისად, ავიღეთ ის მოდელი, რომლის იმპლემენტაციაზეც არის მოწოდება ევროკომისიის მხრიდან. თუ კითხვას დავსვამთ, ეს კანონი არის თუ არა იდეალური მოცემულობა, ეს იდეალური მოცემულობა არ არის, თუმცა ჩვენ კონკრეტული საკითხების შესრულების წინაპირობები გვაქვს დაყენებული.

ამ კანონში ბევრი სივრცეა სამსჯელო, თუმცა ეს კანონი და ეს მოდელი ევროკომისიამ უკრაინასთან მიმართებაში მოიწონა და არის მოთხოვნა მის იმპლემენტაციაზე. იქნებ, ვენეციის კომისიამ დადოს დასკვნა უკრაინულ მოდელზე. კონტექსტი და პრინციპები ყველგან იგივეა, როცა საუბარია გარკვეული გავლენების შესუსტებასა და რისკების პრევენციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინას გაგზავნილი აქვს ვენეციის კომისიაში, ჩვენგან მეორედ იგივე მოდელის გაგზავნა სწორი არ არის. ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი, რომ შემდგომ არ აღმოჩნდეს, ისეთი საკითხები შევიტანეთ, რომელიც ვენეციის კომისიისთვის, თუ ევროკომისიისთვის არ იქნება მისაღები. იქაც რისკს ვხედავთ, ეს ცვლილებები სულ სხვა პრინციპზე რომ დავაფუძნოთ. ევროკომისიას პოზიტიური გამოხმაურება აქვს უკრაინულ მოდელზე და ეს რომ რადიკალურად შევცვალოთ, არის რისკი, გვითხრან, იგივე მოდელზე რატომ არ გააკეთეთ სწორება, რაზეც პოზიტიური პოზიცია გვაქვს დაფიქსირებულიო. ევროპარლამენტის პოზიცია ევროკომისიის პოზიციას არ უდრის, პირიქით, ევროკომისიამ ევროპარლამენტის პოზიცია არ გაიზიარა და ევროკომისია საკითხს უყურებს სისტემურად – დეოლიგარქიზაციაში სისტემურ მოგვარებას და გაწერას გულისხმობენ, სადაც პარალელის გავლება შეგვიძლია კანონზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ უკრაინული კანონის კრიტერიუმებში ბიძინა ივანიშვილი არ ჯდება, ის არ მიიჩნევა ოლიგარქად.

„ვინც კონკრეტულ სუბიექტებსა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს, ევროკომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ვერსიაა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინული კანონის კრიტერიუმებში ბიძინა ივანიშვილი არ ჯდება, ის არ მიიჩნევა ოლიგარქად“, – განაცხადა ანრი ოახანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა