ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე ნებისმიერი პროვოკაცია მტკიცედ იქნება აღკვეთილი

ნახვები: 611 აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე ნებისმიერი პროვოკაცია მტკიცედ იქნება აღკვეთილი

სამმხრივი შეთანხმების მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოები არიან განლაგებული, საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, ამ ტერიტორიების დელიმიტაცია, იქიდან სომხური ჯარების სრული გაყვანა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება სავალდებულოა.

„ვხელმძღვანელობთ რა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით, ნებისმიერი ტერორისტული აქტი და პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე, მტკიცედ იქნება აღკვეთილი და საპასუხო ღონისძიებები უფრო გამანადგურებელი იქნება“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა