გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

აშშ-ში $300 მილიონიანი თაღლითური პირამიდის ერთ-ერთი შემქმნელი საქართველოში ცხოვრობდა

ნახვები: 1330 აშშ-ში $300 მილიონიანი თაღლითური პირამიდის ერთ-ერთი შემქმნელი საქართველოში ცხოვრობდა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ Forsage-ის თაღლითური კრიპტოპირამიდის სქემის შექმნისა და პოპულარიზაციისთვის ბრალი 11 ადამიანს წარუდგინა

სქემის შედეგად მათ $300 მილიონზე მეტი მიიღეს ადამიანებისგან მთელი მსოფლიოდან, აშშ-ის ჩათვლით. 

კომისიის პრესრელიზის მიხედვით, Forsage-ის დამფუძნებლები საქართველოში, რუსეთსა და ინდონეზიაში ცხოვრობდნენ, ასევე, 3 მათგანი აშშ-ში იმყოფებოდა. ასევე, არაერთი ადამიანი სქემაში ჩართული იყო აშშ-ის, სულ მცირე, 5 სხვადასხვა შტატიდან. 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებული, ვლადიმირ ოხოტნიკოვი ცხოვრობდა. 

SEC-ის საჩივრის მიხედვით, 2020 წლის იანვარში სწორედ ვლადიმერ ოხოტნიკოვმა, მიხაილ სერგეევმა, სერგეი მასლაკოვმა და კიდევ ერთმა ადამიანმა, რომლის სახელიც დაკონკრეტებული არ არის, ჩაუშვეს ვებგვერდი Forsage.io, რომელიც მილიონობით საცალო ინვესტორს საშუალებას აძლევდა, განეხორციელებინათ ტრანზაქციები ჭკვიანი კონტრაქტების საშუალებით. 

ოპერირება Ethereum, Tron და Binance ბლოკჩეინებზე ხდებოდა. Forsage, სავარაუდოდ, ფუნქციონირებდა, როგორც პირამიდული სქემა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მასში ინვესტორებმა მიიღეს მოგება სქემაში სხვების დაქირავებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა