მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ აშშ-ს და მის ელჩს რაიმე სახის ორგანიზებული დესტრუქცია მოვუწყოთ, საკითხების გარკვევა თავდასხმად არ უნდა იყოს აღქმული-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 631 არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ აშშ-ს და მის ელჩს რაიმე სახის ორგანიზებული დესტრუქცია მოვუწყოთ, საკითხების გარკვევა თავდასხმად არ უნდა იყოს აღქმული-ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოში მის ელჩს რაიმე სახის ორგანიზებული დესტრუქცია მოვუწყოთ ან შეტევა განვახორციელოთ, ეს არის გამორიცხული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩის მიმართ დასმული კითხვები თავდასხმად არ უნდა იყოს აღქმული. როგორც ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ეს არის არა თავდასხმა, არამედ მცდელობა, რომ გაურკვეველი საკითხები არ არსებობდეს.

„ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გაჩნდა და ელჩის მიმართ ეს კითხვები არის დასმული. ის, რომ რაღაც საკითხები გაირკვეს, აღქმული არ უნდა იყოს, როგორც თავდასხმა. პირიქით, ეს არის მცდელობა, რომ გაურკვეველი საკითხები არ იყოს და ყველა საკითხი ღია, ნათელი იყოს. თუ რას ნიშნავს ელჩებზე თავდასხმა, შეგიძლიათ, ნახოთ ოპოზიციური არხებით გასული მუქარისა და ბულინგის შემცველი განცხადებები და სიუჟეტები კელი დეგნანის მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა