მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

რუსებმა ჩაიდინეს მორიგი დანაშაული, ცეცხლი გაუხსნეს ელენოვკაში დაწესებულებას, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჰყავდათ დაკავებული-დმიტრო კულება -

ნახვები: 630 რუსებმა ჩაიდინეს მორიგი დანაშაული, ცეცხლი გაუხსნეს ელენოვკაში დაწესებულებას, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჰყავდათ დაკავებული-დმიტრო კულება -

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, აღიარონ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ მას სემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებულ ელენოვკაში კოლონიას, სადაც უკრაინის სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„რუსებმა ჩაიდინეს მორიგი საშინელი სამხედრო დანაშაული, ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებულ ელენოვკაში დაწესებულებას, სადაც მათ დაკავებული ჰყავდათ უკრაინელი სამხედრო ტყვეები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, მკაცად დაგმონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეს უხეში დარღვევა და აღიარონ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ“, – წერს კულება.

შეგახსენებთ, დღეს დონეცკის ოლქის სეპარატისტულმა რეჟიმმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოლენოვკაში მდებარე იმ კოლონიაზე იერიშის შესახებ განაცხადეს, სადაც უკრაინელი ტყვები იმყოფებოდნენ. რუსული მხარის ცნობით, დაღუპულია 53 ადამიანი. უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქში, ელენოვკაში კოლონიას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, რათა ტყვეების წამება, მკვლელობის კვალი დაემალა და ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაედანაშაულებინა. გენშტაბი უკრაინის ძალების მხრიდან ელენოვკას რაიონზე სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს უარყოფს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა