გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ნახვები: 491 ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

დაპირისპირება ორ სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა. შელაპარაკება მხრის გაკვრით დაიწყო - ჩხუბის დროს კი 20 წლის ბიჭს დანა გულში მოხვდა. მას არსებული ინფორმაციით, ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

ახალგაზრდების უმეტესობა  არაფხიზელ მდგომარეობაში იყო . თავდაპირველად, დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტი მხრის გაკვრის გამო მოუვიდათ, ამის შემდეგ მათ კონფლიქტი ამოწრეს, თუმცა რამდენიმე საათში გადაინაცვლეს სახლის გარეთ - ეზოში, სადაც რამდენიმე წუთში დანაშაულის ჩამდენმა პირმა 20 წლის ახალგაზრდას დანით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 20 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა",-აღნიშნული ინფორმაციას "რუსავი 2" ავრცელებს. "კონფლიქტი დაიწყო ძალიან მარტივად, დაბადების დღეზე იყვნენ ნახალოვკელები და საბურთალოელები, მხარი გაკრა ვიღაცამ ვიღაცას და ამის შემდეგ დაიწყო ეს აბსოლუტურად უაზრო კონფლიქტი. მანამდე რაღაცა შერიგების მსგავსი იყო, შერიგდნენ, ბოდიშები მოიხადეს, თითქოს დაწყნარდა ყველაფერი და ძალიან უცებ მოხდაო ყველაფერი, ზუსტად მაგ მომენტში ეტყობა მაინც გააგრძელეს ეს კონფლიქტი. როდესაც მოხდა ეს მკვლელობა, ეგრევე გაიქცნენ ადგილიდან. ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული ზუსტად მკერდის არეში. ძალიან მალევე გარდაიცვალა მანქანაში, საავადმყოფოში რომ მიდიოდნენ. პოლიცია გამოიძახა იუბილარის დედამ, რომელიც ესწრებოდა წვეულებას, უყურებდა ყველას, ყურადღებას აქცევდა, მაგრამ უბედურება მაინც დატრიალდა", - განაცხადა ადვოკატმა ფიქრია მახარაძემ.

საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან დაკავშირებით გრძელდება. სავარაუდოდ, სამართალდამცავები დღის ბოლოს სხვა პირებსაც გამოკითხავენ, რომლებსაც შესაძლოა ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია ჰქონდეთ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა