გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, პატრულ-ინსპექტორი დამნაშავედ ცნო

ნახვები: 490 ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, პატრულ-ინსპექტორი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მეტროსადგურ „ისანში“ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არაადამიანურად მოეპყრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც მისივე მეგობრების თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა