Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი
ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა
რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს

კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო მე ან ვინმე სხვა არაფორმალური მმართველია-დავით უსუფაშვილი

27.07.2022 ნახვები: 570

კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც. ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო მე ან ვინმე სხვა არაფორმალური მმართველია, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

კერძოდ, დავით უსუფაშვილმა შეაფასა ივანიშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ამბობს: „შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს მეგობრები თუ რამეს ცდილობდნენ და ცდილობენ, ეს საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებაა.

„კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც. ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო მე ან ვინმე სხვა არაფორმალური მმართველია. პირიქით, უკმაყოფილო ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაცია საერთაშორისო წრეებთან და ელჩებთან უკიდურესად არის შეზღუდული და მინიმალიზებული. ეს პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ ვნებს და ასევე საქართველოს. რა შეიძლება, ყოფილიყო კელი დეგნანთან სასაუბრო თემა და ასე შემდეგ. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო აღმოჩნდა უდიდესი ხიფათების წინაშე. ამ უდიდესი ხიფათის დროს, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერები ერთხელ კი არა, დღეში სამჯერ ხვდებოდნენ იმისთვის, რომ აუცილებელი იყო დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით გამკლავებოდა იმ ხიფათს, რაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ამ პროცესში საქართველო სრულიად ამოვარდნილია. საქართველოს ოფიციალურმა ლიდერებმა ისიც კი ვერ მოახერხეს, სატელეფონო საუბრები ჰქონოდათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ევროპული ქვეყნების ლიდერებთან, ანუ ვისთან? ვისთანაც უკრაინაში ომის დაწყებამდე ხან წერილს ვაგზავნით, ხან ვინმე ჩადის, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია გაგრძელდეს. რეალური ხიფათის დროს, როდესაც საქართველო არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ჩართული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, სულ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი, რომ სერიოზული ხიფათებია და საჭიროა თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლაზე, საჭიროა თანამშრომლობა იმის თაობაზე, რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიოს არ გადაედოს.

რეალობა სინამდვილეში, პირიქითაა. ჩვენმა მეგობრებმა და პირველ რიგში, ამერიკამ ძალიან კარგად იცის, საქართველოს საომარი შესაძლებლობები. თუ ისინი რამეს ცდილობდნენ მარტში, თებერვალშიც და დღესაც, ეს სწორედ საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებაა. იმიტომ, რომ უკრაინა თავისი შესაძლებლობებით და ბევრი სხვა თვალსაზრისით გაცილებით უფრო ძლიერი და მომზადებულია რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში ფრონტის გახსნის შემთხვევაში, ვერც საქართველო და ვერც დასავლეთი ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. ივანიშვილისგან რა ხდება? მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა და მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრობა განიზრახა. მას ვურჩევდი, ეს მარჯვენა ხელი გააძლიეროს და გაუწოდოს სერიოზულად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც, როგორც ათწლეულების განმავლობაში იყო. მაშინ საქართველოც გადარჩება და თვითონაც. ომის საფრთხე საქართველოში 30 წელია, აქტუალურია და ძალიან ხშირად პრაქტიკული და კონკრეტული. უკრაინის შემდეგ თუ ვინმე ხიფათის ქვეშაა, რა თქმა უნდა, საქართველოა, მაგრამ აქ აქცენტებშია საქმე. ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკი, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაატანინოს სხვა თემაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა