რატომ აღარ განმეორდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი და რატომ ვერ ჩამოშლის პროტესტი ძალოვან სისტემას?
მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ქალი დააკავეს
Politico: ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო მათ შორის არ არის
ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ავიაბაზასთან დაკავებულებზე: ისინი სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ
გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ჩუმად როგორ შეხვდა ტრამპს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია
დათო გამცემლიძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია, მაშინაც კი, როდესაც ათასგზის მართალი ხარ
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ

ნახვები: 632 უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლის მიხედვით, მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ითხოვენ.

„გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

პეტიციას ამ დროისთვის 500-ზე მეტი ხმა აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტიცია რომ განიხილოს, ინიციატივამ სულ მცირე 25 000 ხმა უნდა მოაგროვოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა