გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც მას დასვენების საშუალებას მისცემს

ნახვები: 487 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც მას დასვენების საშუალებას მისცემს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გაყინვა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნა.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც რუსეთს დასვენების საშუალებას მისცემს. ისინი ამ პაუზას არ გამოიყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად, ან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე პრეტენზიებზე უარის თქმისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინელმა ლიდერმა რუსეთი შეადარა „ვეშაპს, რომელმაც უკვე გადაყლაპა უკრაინის ორი რეგიონი და ახლა ამბობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს“.

ზელენსკის თქმით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებამ შესაძლებელი გახადა ფრონტის ხაზზე ვითარების რადიკალური ცვლილება და რუსეთი ახლა გაცილებით ნაკლებ ჭურვს ისვრის უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ხუთი თვის მოვლენების შემდეგ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკება არ სურთ.

„საზოგადოებას სჯერა, რომ ჯერ ყველა ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომდევნო საუკუნეებში. ჩვენი ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს შეგვიძლია და რაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ ამას, მით უფრო ნაკლები დაიღუპება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა