გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებში-ბადრი ჯაფარიძე

ნახვები: 487 პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებში-ბადრი ჯაფარიძე

პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებში, ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას.

„პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დესტრუქციული როლი ითამაშა და აგრძელებს დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას, როდესაც ხელს უშლის, შლის და საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას. ამავდროულად, გუშინ პირდაპირ ციტატებით ამხილა პრეზიდენტმა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განცხადებებში. ციტატებით ამხილა და ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. პრეზიდენტთან ჩვენ კონსტრუქციულ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ შევძლოთ თორმეტივე პუნქტზე მართლაც ევროკომისიის სტანდარტის შესაბამისად პასუხის გაცემა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები წაიკითხა. მისივე თქმით, თავდასხმაა, როდესაც ბრალდებები ისმის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა