Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე როცა ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა-ანდრეი კასიანოვი

21.07.2022 ნახვები: 850

რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებით, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე როცა ომი დაიწყო, მათაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა“.

ამასთან, კასიანოვის შეფასებით, უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის.

„ეს დღე გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, შევაფასოთ, რა გააკეთეს უკრაინამ და საქართველომ ურთიერთობების განვითარებისთვის, რათა მოხდეს ადამიანების მოლოდინების დაკმაყოფილება, ჩვენი საკითხებისა და პრიორიტეტული მიზნების განხილვა. უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია შეიძლება, დაიყოს ოთხ პერიოდად. პირველი პერიოდი – ხალხებს შორის კონტაქტები, ვაჭრობა და შავი ზღვა. მეორე პერიოდი – საბჭოთა დრო, ხალხებს შორის ურთიერთობა, დაძმობილებული ქალაქები, პარტნიორული სამრეწველო თანამშრომლობა. მესამე, თანამედროვე პერიოდი, საერთაშორისო სამართლებრივი იდენტობა, ჩვენი პრიორიტეტების განსაზღვრა, ორივე ქვეყნის განვითარება, მიზნების მსგავსება საერთაშორისო საკითხებში, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ხოლო მეოთხე პერიოდი არის რუსეთის ფედერაციის აგრესია, საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. ბოლო წლებში უკრაინამ და საქართველომ მიაღწიეს წარმატებებს, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს ისტორიაში. რუსეთის 24 თებერვლის აგრესიას უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნებისთვის პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისკენ უნდა ებიძგებინა არამხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ საერთო მტერთან დაპირისპირების პრაქტიკულ განზომილებაშიც.

რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებით. 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში, უდანაშაულო ქართველების სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინელი მოხალისეები და მფრინავები იყვნენ. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, საქართველომ მიიღო მძლავრი შეიარაღების სისტემა რუსული აგრესიის შესაჩერებლად. როდესაც რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა და ეს ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი. ჩვენი სტრატეგიული, ძმური ურთიერთობების ისტორია და აწმყო გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდირებული მხარდაჭერით უკრაინა გადარჩება და გაიამრჯვებს, ხოლო მტერი დაისჯება“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა