Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

18.07.2022 ნახვები: 766

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიდევ ერთი განკარგულებით გენერალურ პროკურორად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი სიმონენკო დანიშნა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გამოეხმაურა ივანო-ფრანკოვსკის მერის, რუსლან მარცინკოვის ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს. ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფრთხილად და წინდახედულები იყვნენ საინფორმაციო სფეროში და არ დაიჯერონ რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა