ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა

ნახვები: 489 დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

„ნიუ იორკ მეგეზინთან“ ინტერვიუში ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, როდის განაცხადებს ამის შესახებ, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე, თუ შემდეგ.

„ჩემს თავში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, მასზე ამიერიდან გავლენას არაფერი მოახდენს“, -განაცხადა ტრამპმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თუ მონაწილეობას მიიღებს, არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„აცნობეთ ხალხს. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი კენჭისყრაშიც კი არ მიიღებს მონაწილეობას, მე რომ ეს გავაკეთო. თუ გამოკითხვებს შეხედავთ, ისინი არც კი რეგისტრირდებიან. ხალხს უნდა, რომ მე კენჭი ვიყარო“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა