ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მაია სანდუ - არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფი გაზის სანაცვლოდ

ნახვები: 609 მაია სანდუ - არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფი გაზის სანაცვლოდ

არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იაფი გაზის სანაცვლოდ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ამ ზამთარს ენერგოდაზოგვის რეჟიმისთვის უნდა მოემზადოს.

მაია სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ „გაზპრომთან“ იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს, მოსკოვის პოლიტიზებული პოზიციის გათვალისწინებით.

„არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლით იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. დიახ, ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მაია სანდუმ უსაყვედურა ოპოზიციურ პარტიებს წამგებიანი კონტრაქტის კრიტიკის გამო და აღნიშნა, რომ მათ თავად არ მოაწერეს ხელი „გაზპრომთან“ გრძელვადიან ხელშეკრულებას, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და „მოსკოვს ემსახურებოდნენ და არა თავიანთ მოქალაქეებს“.

„მათ ვერ შეძლეს და ეს ჩვენთვისაც შეუძლებელია, რადგან არ არის საბაზრო პირობები. ფასი არ არის საბაზრო, არამედ სპეკულაციურია. იქმნება გარემოებები, რომ გაზის ფასი ზედმეტად მაღალი იყოს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა