თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

"უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს ქართულადაც მიმართა

ნახვები: 588 "უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს ქართულადაც მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. სიტყვები უკრაინისა და საქართველოს ერთიანობაზე მან ქართულად წარმოთქვა. 

გთავაზობთ მიმართვას სრულად:

"გამარჯობა საქართველო! მინდა, რომ დღეს ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა.

მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა. ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანისთვის.

ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - თქვენი.

თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით.

გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებებს გისურვებთ!"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა